“თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა

“თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა

პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა. პარტიიდან წასვლის თაობაზე ჩიქოვანი “ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დაგვიჭირა. მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, თუმცა არჩევნებმა ცხადყო, რომ დასაწყებია ახალი ეტაპი, როგორც “თავისუფალ დემოკრატებში“, ასევე ჩემთვისაც. ამიტომ ვტოვებ “თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და ვაჩერებ პარტიულ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მოვემსახურები ჩემს სახელმწიფოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ჩოქოვანმა.

ჩიქოვანის გარდა პარტიის დატოვების შესახებ დღეს კიდევ 4 წევრმა: ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.