მოგვწონს თუ არა, ეს არის თავისუფალი ხალხის მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანი

მოგვწონს თუ არა, ეს არის თავისუფალი ხალხის მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანი

ჩვენ მოგვწონს თუ არა ეს, არის თავისუფალი ხალხის მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანი, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგები შეაფასა.

რაც შეეხება მის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე როგორც პარტიულ, ასევე პოლიტიკურ მოღვაწეობას წყვეტს. 

”ამის მიუხედავად, მე გავაგრძელებ ბოლომდე ბრძოლას თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო ადამიანის, ჩვენი მეგობრების ციხიდან რაც შეიძლება მალე გამოსასვლელად და დასასხსნელად. ამასთან, მე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე. ნოემბრამდე ეს სტატუსი არ მეხსნება და ვაგრძელებ მუშაობას, რათა, რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე ევროკავშირთან. ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, ძალიან დიდი, ძალიან სწორი, ღირსეული გზა გავიარეთ და ეს გზა გავიარეთ ერთობით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთეთ, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. ქუჩაში იყო სადგომი, ვიდექით და ვებრძოდით ძალადობას. სხვაგან იყო საბრძოლი და იქაც, მე მგონი, ღირსეულად ვიბრძოლეთ, თუმცა მოსახლეობამ ამგვარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ და ვცემთ”, - განაცხადა ვიქტორ დილიძემ.

”თავისუფალი დემოკრატების” უკვე ყოფილი წევრი იმედოვნებს, რომ განახლებული პარტია პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის.
”მე იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდული შემართება, ახალი, სისხლი რომელიც ამ პარტიაში გადაისმხება, აუცილებლად თავის შედეგს მოიტანს. ცუდია, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი პოლიტიკაში თავის სათქმელს კიდევ იტყვიან”, - განაცხადა დოლიძემ.