ზურაბ აბაშიძე : რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს

ზურაბ აბაშიძე : რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს

 რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს, - ამის შესახებ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყველა მომრჩეველს, რომელმაც ”თავისუფალ დემოკრატებს” დაუჭირა, ან არ დაუჭირა მხარი.

”მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს არსებობს არის, ვრჩები თუ არა პარტიაში. ვაცხადებ, რომ პარტიაში არ ვრჩები, დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომლებიც შემოუერთდნენ პარტიას და აქვთ ენთუზიაზმი, მოტივაცია იმის, რომ გააგრძელონ, საქმე მიიყვანონ წარმატებამდე. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ჩემს ცხოვრებაში, ვიწროპარტიული ინტერესებით, ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მინდა გითხრათ, რომ რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა აბაშიძემ.

”თავისუფალი დემოკრატები” ირაკლი ალასანიას და ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.