ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა ”თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს

ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა ”თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან ამჯერად ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი მიდიან.
შესაბამისი განცხადებები აღნიშნულმა ოთხეულმა თავად გააკეთეს. 

როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.