ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს

NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს.

აპატურაის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება მოჰყავს მაგალითად.

"ვულოცავ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხმის მიცემის პროცესი შეაფასეს როგორც კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული. ხმის მიცემის პროცესი წარიმართა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული თავისუფლებების დაცვისადმი პატივისცემით.

ვწუხვარ, რომ გარკვეულ ინციდენტებსა და ძალადობას ჰქონდა ადგილი საარჩევნო კამპანიის დროს. მჯერა, რომ საჩივრები, რომელიც დაფიქსირდა, სრულად იქნება შეფასებული კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოში", - ნათქვამია ჯეიმს აპატურაიას განცხადებაში.