ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი 8 ოქტომბრის არჩევნებს PIA-სთან აფასებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი 8 ოქტომბრის არჩევნებს PIA-სთან აფასებს

კარგად ადმინისტრირებული, კონკურენტული - არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი, ბორის სილევიჩი იზიარებს.

დეტალურ შეფასებას მომხსენებელი მეორე რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნებს. ის ეთანხმება შეფასებას, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული თავისუფლებების დაცვისადმი პატივისცემით.

"მინდა აღვნიშნო, რომ ახლა, მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, თავისუფალი კამპანია და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ძალადობა და ინციდენტი", - განუცხადა "პირველს" სილევიჩმა.