მეთიუ ბრაიზა:  ეს ქართული პოლიტიკის სირცხვილია

მეთიუ ბრაიზა: ეს ქართული პოლიტიკის სირცხვილია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლას აფასებს.

როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 10 ოქტომბერს განაცხადა. ამ თემაზე მან "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს ქართული პოლიტიკის სირცხვილია, რადგან ირაკლი ალასანია არის ძლიერი ქართველი პატრიოტი, რომელსაც დიდ პატივს სცემენ აშშ-ში და, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში", - განუცხადა "პირველს" ამერიკელმა დიპლომატმა.