„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში შესვლა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე არშესვლა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში შესვლა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე არშესვლა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დემოკრატიისთვის, სიმშვიდისთვის ეს გადაწყვეტილება კარგია.

„დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. მაგრამ მე არ მჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოწოდებულია ქვეყნის სტაბილურობისკენ და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრისკენ. მათთვის პარლამენტში შესვლა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე არშესვლა",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არც ამ 4 წლის განმავლობაში უმუშავია რეალურად პარლამენტში და მხოლოდ საჯარო სივრცეში აქტიურობდა.

"ისინი როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მათზეა დამოკიდებული. ჩვენ გვეყოლება პარლამენტში უმრავლესობა და ჩვენი პროგრამის რეალიზებას დავიწყებთ. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, არ იქნება, ეს მათზეა დამოკიდებული. ეს არც ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს და არც ჩვენი პროგრამების შესრულებას",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გუშინდელ სხდომაზე პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.