„ევროპის სახალხო პარტია“ პარლამენტში შესვლის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმება

„ევროპის სახალხო პარტია“ პარლამენტში შესვლის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმება

„ევროპის სახალხო პარტია“ მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის თაობაზე.

როგორც „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ის „ამაყობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სიძლიერით მეორე პოლიტიკური ძალაა“.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში უპრეცენდენტო დემოკრატიული რეფორმები გაატარა და დარწმუნებული ვარ, რომ პარტიას ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლია“, - აცხადებს ჯოზეფ დოლი.

ის აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დაღვევის ყველა ფაქტის გამოძიებაა საჭირო, ხოლო დამრღვევებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარება და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ძალადობისგან თავი შეიკავონ.