ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში მოხვედრილიყო

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში მოხვედრილიყო

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, ეს შთაბეჭდილება დარჩა გამომდინარე იმ ხმების და უბნების გაუქმებიდან, რასაც ამ საკითხის გადაწყვეტის ბოლო წუთებში ჰქონდა ადგილი.

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდირება, მათ შორის, იყო კამპანია, რომელიც აწარმოეს ძალიან ცუდად, თურქოფობიის ფონზე, რაც დემოკრატიული ღირებულებების მქონე პარტიისთვის შეუფერებელია, თუმცა არა მგონია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დემოკრატიის მქადაგებელი პარტიაა და 5%-იან ბარიერთან ასე მივიდა. შემდეგ, ბოლო დღეებში, უკვე ცესკო-ს ვებგვერდის ყურების დროს დაძაბული რეჟიმის ფონზე გაჩნდა კითხვის ნიშნები და მეც მაქვს ეს კითხვის ნიშნები, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოხვედრას პარლამენტში ხელი შეუწყო ცესკო-ს გადაწყვეტილებებმა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.