ბარაკ ობამას შეფასებით, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არა აქვს არც შესაფერისი მომზადება და არც ცოდნა

ბარაკ ობამას შეფასებით, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არა აქვს არც შესაფერისი მომზადება და არც ცოდნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებს, ტრამპის მხარდაჭერაზე ოფიციალური უარი თქვან.

ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს, ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე მხარდაჭერა მიუღებელია.

ობამას თქმით, ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არა აქვს არც შესაფერისი მომზადება და არც ცოდნა. მისი მოსაზრებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ეჭვქვეშ აყენებს ისეთ ფუნდამენტალურ ფასეულობებს, როგორიცაა ტოლერანტობა, სამართლებრივი პროცედურები და ურთიერთპატივისცემა.