ვახტანგ ხმალაძე:  პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვჭირდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს და არა ”ქართულ ოცნებას”

ვახტანგ ხმალაძე: პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვჭირდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს და არა ”ქართულ ოცნებას”

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე მმართველი პარტიის მხრიდან რაიმე თანამდებობის შეთავაზების შემთხვევაში, თანხმობას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება ხმალაძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „საღამოს თოქ-შოუში“ გააკეთა.

ხმალაძე იმასაც ამბობს, რომ არანაირ შეთავაზებას არ ელის.

”პირველ რიგში უნდა გავიგოთ, ვჭირდებით თუ არა ჩვენს მოქალაქეებს. მოქალაქეებმა ამჯერად გვითხრეს, არ გვჭირდებითო. ”ქართულ ოცნებაში” ყოფნა რომ მდომოდა, ვიქნებოდი ”ქართული ოცნების” და არა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.