ირაკლი აბუსერიძის შტაბს გიორგი ონიანის შტაბის წევრები თავს დაესხნენ

ირაკლი აბუსერიძის შტაბს გიორგი ონიანის შტაბის წევრები თავს დაესხნენ

"ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის შტაბის წარმომადგენლები, ოფისის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

"შტაბი იყო სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 11:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ სუპერმარკეტთან - გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებით. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთა შეხლა-შემოხლა.

აგრესიულად განწყობილ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა, რომლებიც აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ონიანის შტაბის წევრები!",- აღნიშნულია შტაბის წევრების განცხადებაში.