პოლონელი ექსპერტი: „საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა“

პოლონელი ექსპერტი: „საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა“

პოლონეთის წამყვანი ანალიტიკური ჟურნალი „Nowa Europa Wschodnia” 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ექსპერტის ვოიჩიეხ ვოიტაშევიჩის სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა. „საარჩევნო კამპანიამაც და თავად ხმის მიცემის პროცესმაც დემოკრატიულ და პლურალისტურ გარემოში ჩაიარა. ეს საქართველოს დიდი წარმატებაა, რომელიც მას დასავლეთთან აახლოებს", - წერს ვოიჩიეხ ვოიტაშევიჩი.

პოლონელი ექსპერტი იშველიებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებებს, რომლებმაც არჩევნები თავისუფალ, კარგად ორგანიზებულ და პლურალისტურად აღიარეს. ავტორი ყურადღებას ცელკეულ დარღვევებზეც ამახვილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  ინციდენტებს ხელი  არ შეუშლია კენჭისყრის მიმდინარეობასა და შედეგებზე. 

ექსპერტი ამ არჩევნებს დემოკრატიის ტესტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართველებმა ხელახლა მიანდეს ქვეყნის მართვა პარტიას „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.  ის აღნიშნავს, რომ ქართველებმა ფსონი დადეს იმ ძალაზე, რომელმაც შეიძლება არ  გაამართლა  მათი ყველა მოლოდინი, თუმცა, მათთვის მაინც მისაღები იყო.

ავტორი სტატიაში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე ლიდერებით, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილით, ვეღარ მიაღწევს წარმატებას, რადგან ქართველებს კარგად ახსოვთ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებები. იგი დასძენს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფსონი ახალ სახეებზე უნდა დადოს.

http://new.org.pl/2735,post.htmlhttp://new.org.pl/2735,post.html