იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ავჭალის დასახლებაში, იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 12-16 მეტრი სიგრძისა და 5-6 მეტრი სიმაღლის ფერდის დამჭერი არმირებული რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა.

იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის პირველი შესახვევის #7-ის საცხოვრებელი სახლის უკან 1 ივლისს, უხვი ნალექის გამო, გზის სავალი ნაწილის გრუნტი მოწყდა, მიაწვა საცხოვრებელ სახლს და ზიანი მიაყენა მობინადრეებს. გლდანის რაიონის გამგეობის ინიციატივით, მომხდარიდან მალევე ჩატარდა ობიექტის გეოლოგიური კვლევა, მომზადდა პროექტი და დაიწყო სამუშაოები.

სამუშაოები, რომლის ღირებულება, 60 000 ლარია, უახლოეს პერიოდში დასრულდება.