„რესპუბლიკური პარტია“ ძილის მდგომარეობაში გადასვლას არ აპირებს

„რესპუბლიკური პარტია“ ძილის მდგომარეობაში გადასვლას არ აპირებს

„რესპუბლიკური პარტია“ არ აპირებს კულისებში და ძილის მდგომარეობაში გადასვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ გააგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა როგორ - მოკლე ხანში გააცნობს საზოგადოებას.

„არჩევნების შედეგებს სჭრიდება გაანალიზება, მათ შორის, ჩვენს მოქმედებას სჭირდება გაანალიზება - რამდენად იყო სწორი, სად იყო შეცდომები დაშვებული, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვინც მხოლოდ გარე ფაქტორებს დააბრალებს შედეგს. შედეგები დგება ერთობლივად - სხვისი და საკუთარი მოქმედებებიდან გამომდინარე. ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზდეს. როცა ყველაფერი კარგად გაანალიზდება, საზოგადოებას მოვახსენებთ იმას, როგორ გავაგრძელოთ, რა გავაკეთოთ. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არის ფრიად სახიფათო, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს არასწორი. ამიტომ ყველაფერი უნდა დაცხრეს, დალაგდეს და მერე მშვიდად გაკეთდეს ანალიზიც და დასკვნებიც“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.