დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა

დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა

თბილისს შემოერთებული  სოფლების,  დიდგორისა და თელოვანის  გაზიფიცირება დასრულდა.

თბილისის მერი დავით ნარმანია,  საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად,  ადგილობრივებს შეხვდა.  დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში,  გაზქურა, სიმბოლურად,  თბილისის  მერმა  აანთო.

დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა ბუნებრივი აირით  სარგებლობას დღეიდან შეძლებს.

„ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა  რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  სამუშაოები კომპანიამ „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით,  500 000 ლარია.

დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს.