იან კელი:  იმედი მაქვს,

იან კელი: იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციას მშვიდობიანი კუთხით მიუდგება

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი იმედს გამოთქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩაერთვება მეორე ტურში და გამოიყენებს მიღებულ მანდატებს.

აღნიშნული განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოს და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია. ვფიქრობ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მათგან ველი, რომ ამ სიტუაციას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით, როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, მოიქცევიან ისე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ" , - აცხადებს იან კელი.