„ნაციონალური მოძრაობა“ სამომავლო გეგმების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ სამომავლო გეგმების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, პოლიტსაბჭოს სხდომა 19:30 საათზეა ჩანიშნული. 

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი პარტიის სამომავლო გეგმებს შეეხება. უფრო კონკრეტულად, პოლიტსაბჭოს წევრები იმსჯელებენ, შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პარლამენტში და მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხზე პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან არ მოხდეს ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მოპოვებული მანდატები უნდა მიიღონ, რადგან ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.