მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დეკემბრამდე დასრულდება

მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დეკემბრამდე დასრულდება

მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება. 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ამის შესახებ ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა.

„დეკემბრამდე ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს“, - განაცხადა ბროკმა. 

გასულ კვირას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა ევროკავშირის საბჭოს მანდატი მისცეს ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ითხოვს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე უნდა ამოქმედდეს ე.წ. უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“.