ალბათ, ირაკლი ალასანიამ მოცემული გარემოებები შეაფასა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო

ალბათ, ირაკლი ალასანიამ მოცემული გარემოებები შეაფასა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო

ეს არჩევნები განსაკუთრებულად სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იყო, - განაცხადა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნინო გოგუაძემ გადაცემა 2030-ში.

„არჩევნები მთლიანი პროცესით ფასდება და არა მხოლოდ არჩევნების დღით, ამიტომ ჩვენ მთლიანად პროცესი უნდა შევაფასოთ. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კაპმანია ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე, თავისუფლად ეწარმოებინა და არჩევნებიც ზუსტად ასეთი იყო. ამას ანგარიშებსა და განცხადებებში აღნიშნავენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, როცა პარტიას გარკვეული მხარდაჭერა აქვს, ლიდერებმა ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა სცენ და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე უნდა მიიღონ.

„ალბათ, ირაკლი ალასანიამ მოცემული გარემოებები შეაფასა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, დღეს იყო საუბარი ბოიკოტის შესახებ. პარტიების ლიდერთა გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით აღსავსე და გონივრული უნდა იყოს. როცა პარტიას გარკვეული მხარდაჭერა აქვს, ლიდერებმა ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა სცენ და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.