მეორე ტურში მთელი გუნდი გადავერთვებით და ჩვენი კანდიდატებისა და ქვეყნის წარმატებისთვის მობილიზებული ვიქნებით

მეორე ტურში მთელი გუნდი გადავერთვებით და ჩვენი კანდიდატებისა და ქვეყნის წარმატებისთვის მობილიზებული ვიქნებით

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, სადაც ხალხის არჩევანი შედეგზე რეალურად აისახა, - განაცხადა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა 2030-ში.  

„ყველა წინა საპარლამენტო არჩევნები შიშით, გაყალბებით ტარდებოდა და იყო არა არჩევნები, არამედ ომი, თუ არ ჩავთვლით 90-იანი წლების დასაწყისის არჩევნებს, რომელსაც ქართველმა ხალხმა რეფერენდუმი უწოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი წარმატებას მიაღწევს.

„ჩვენს გუნდში ყველა კანდიდატი ღირსეულია და ყველა მათგანს 50%-თან მიახლოებული შედეგი აქვს. ნაწილმა პირველივე ტურში მოახერხა გამარჯვება, ნაწილი კი, ბრძოლას მეორე ტურში განაგრძობს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის ხარვეზიც იყო, ზოგ შემთხვევაში ოპონენტი იყო ძლიერი, ზოგ შემთხვევაში კი - ბევრი ოპონენტი. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ყველა მათგანი ძალიან ღირსეულ გამარჯვებას მიაღწევს. ამაში მთელი გუნდი გადავერთვებით და ჩვენი კანდიდატებისა და ქვეყნის წარმატებისთვის მობილიზებული ვიქნებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.