ვიქტორ დოლიძეს არცერთხელ არ დაუშვია, თავისი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე სხვანაირად ემოქმედა

ვიქტორ დოლიძეს არცერთხელ არ დაუშვია, თავისი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე სხვანაირად ემოქმედა

„ნაციონალურ მოძრაობის“ იდეური გამაერთიანებელი წინამძრვარი ოდესის გუბერნატორია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს თავისი განცხადებებით და სურვილებით, - ამის შესახებ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სააკაშვილს ამომრჩევლების მიმართ არაგულწრფელი, უსინდისო დამოკიდებულება აქვს. მას სულ არ აინტერესებს, ამომრჩეველს რა მისწრაფებები აქვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა ვინ მისცა. „ნაციონალურ მოძრაობა“ ვერ შეძლებს ჯანსაღ ოპონირებას, რადგან როცა არათუ ჩამორჩენა, არამედ დესტრუქციაც გაქვს, რასაკვირველია, ეს ძნელია და ქვეყნის მოყვარული ვერ დაგერქმევა. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, როდესაც იმ გეგმების შესახებ ვისმენთ, რასაც სააკაშვილი ატარებდა და, რასაც მისი თანაპარტიელებიც იზიარებდნენ. არ შეიძლება, პროდასავლურად იქნას მოაზრებული ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ადამიანს აწამებს, ღირსებას ულახავს და ადამიანების სიცოცხლეს საკუთარ პოლიტიკურ ნებას უქვემდებარებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძის მიერ მინისტრის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ოპონირების მიუხედავად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ერთად ვდგამდით და მაშინაც, როცა ოპონირების რეჟიმში ვიყავით, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში მუშაობისას ვიქტორ დოლიძის საქმიანობა სახელმწიფოს ინტერესებისკენ მომართული იყო და მას არცერთხელ არ დაუშვია ის, რომ თავისი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე სხვანაირად ემოქმედა. ვიქტორ დოლიძის მინისტრობის თემა საიდან წამოვიდა, მე არ ვიცი. როცა საუბარი დაიწყო ჯანსაღ ოპონირებაზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და ჯანსაღი ოპონენტის მაგალითად ვიქტორ დოლიძე მოვიყვანეთ, ეს სულ სხვანაირად იქნა გადათარგმნილი და პოზიტიური შეფასებები მისი შესაძლო გამინისტრების თემით გადაიფარა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.