”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი თავს იკავებს იმ ინფორმაციის კომენტირებისგან, რომლის თანახმად, პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” მან, გია ცაგარეიშვილმა , ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ დატოვეს.
როგორც ჩიქოვანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, განაცხადი პარტიის დატოვების თაობაზე არ გაუკეთებია. ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტიიდან წასვლას უახლოეს პერიოდში, ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ დღეზე ახლა ვერ ისაუბრებს.