საზოგადოებამ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ უპირატესობა უნდა დაადასტუროს

საზოგადოებამ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ უპირატესობა უნდა დაადასტუროს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, გამარჯვებული და მეორე ტურში გასული მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრა პარტიის ლიდერებთან დასრულდა. შეხვედრას  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარებმა მედიასთან კომენტირებისას აღნიშნეს, რომ საუბარი მიმდინარე საარჩევნო გარემოსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. 

როგორც გია ვოლსკიმ მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა, სტრატეგიაში ცვლილებები არ არის.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თვითონაც, რომ გადამწყვეტი ეტაპია, მათ უნდა დაადასტურონ და წერტილი დაუსვან მეორე ტურით იმ უპირატესობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში მოიპოვა. საუბარი იყო ხარვეზებზეც. საზოგადოების ხედვები და შეხედულებები გავაანალიზეთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საფუძვლად დაედება პარლამენტში შემდეგ მუშაობას."- განაცხადა გია ვოლსკიმ.