"თავისუფალი დემოკრატები" კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა

"თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ალასანიას შემდეგ, სხვა ლიდერებმაც დატოვეს. 

ამის შესახებ "მაესტროს" "ღამის კონტაქტში" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გია ცაგარეიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ პარტია დატოვეს.

"მე პირადად მათთან საუბარი არ მქონია, თუმცა გიდასტურებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიაში ამ ეტაპზე, ლიდერი ნინო გოგუაძეა დარჩენილი, უნდა დაიწყოს პარტიის რეორგანიზაცია. მე, "თავისუფალ დემოკრატებში" ვრჩები", - განაცხადა მაჭავარიანმა

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლამდე, განცხადება სოციალურ ქსელში გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა გაავრცელა.