ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო.

5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს. 

ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,13 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“. 

საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი.

აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი შედეგებია. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 21 ნოემბრამდე.