საერთაშორისო მედია საქართველოს არჩევნების შესახებ: „რეგიონში დემოკრატიის მედროშე“

საერთაშორისო მედია საქართველოს არჩევნების შესახებ: „რეგიონში დემოკრატიის მედროშე“

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საქართველოში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

საქართველოში გამოქვეყნებული ორი ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც კომპანიებმა GfK და TNS ჩაატარეს  და ორივე ქართული ოცნების გამარჯვებას გამარჯვებას ადასტურებს,  სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალება აქვეყნებს.

გაშუქებაში ასევე ხაზგასმულია პატრიოტთა ალიანსის „პრორუსული პარტიის“ მეტ-ნაკლებად მოულოდნელი წარმატება

საერთაშორისო მედიის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. სხვდასხვა გამოცემები წერენ, რომ მართალია, რუსეთთან დაკავშირებული დაძაბულობა დღესაც იგრძნობა საქართველოში, მაგრამ ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ზოგადად, სხვადასხვა მედიასაშუალება მიიჩნევს არჩევნებს საქართველოში მნიშვნელოვან წარმატებად და ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და თავისუფლების დადასტურებად.

ბლუმბერგი: „ეგზიტპოლების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა“

ბლუმბერგის სტატიაში საუბარია საქართველოს დინამიურ ბიზნესგარემოზე და აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მიზნით, კვირიკაშვილი ეყრდნობა თავის, როგორც ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანის რეპუტაციას. 

Financia Times: „საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს“

გამოცემა Financia Times აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ადასტურებს ქვეყნის, როგორც „რეგიონში დემოკრატიის მედროშის“ სტატუსს.

Financia Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის შემადგენლობის სრული სურათი გამოიკვეთება მხოლოდ რამდენიმე კვირაში, რადგანაც მაჟორიტარულ ოლქებში, დიდი ალბათობით, აუცილებელი გახდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.

ABC: „ეგზიტპოლები: საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებში“

ABC აცხადებს, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, საქართველოს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების თუნდაც შორეულ პერსპექტივაზე მუშაობის ჩათვლით.

„ენთუზიაზმი ამომრჩეველთა შორის დაბალია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საარჩევნო უბნებზე მივიდა ამომრჩეველთა მხოლოდ 51%“, - ნათქვამია  ABC-ის მიმოხილვაში.

BBC: „საქართველოს მმართველი პარტია იმარჯვებს არჩევნებში“

წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალება BBC აღნიშნავს, რომ ძირითადად ავტორიტარული რეჟიმების რეგიონში „საქართველო გამოირჩევა, როგორც მრავალპარტიული დემოკრატიის მქონე წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

AFP: „საქართველოს არჩევნებში იმარჯვებს მმართველი პარტია, ხოლო ოპოზიცია  შესაძლო გაყალბებაზე მიუთითებს“

AFP აღნიშნავს, რომ „საქართველოს დასავლელი მოკავშირეები მჭიდრო თვალყურს ადევნებენ თავის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყენას, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ითვლება დემოკრატიის მაგალითად - შეძლებს თუ არა საქართველო ოთხი წლის წინ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მონაპოვრის განმტკიცებას?“

Daily Mail: „ეგზიტპოლების თანახმად, ყოფილ საბჭოთა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში  მმართველი ქართული ოცნების პარტია  იმარჯვებს“

ბრიტანული გამოცემა Daily Mail აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები განიხილება, როგორც სტაბილურობის გამოცდა ქვეყანაში, რომელზეც გადის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის სადენები და რომელიც ტრადიციულად არის მოქცეული რუსეთი]ისა და დასავლეთის ინტერესების გადაკვეთის ეპიცენტრში“.

France 24: „ეგზიტპოლების თანახმად,  საქართველოს არჩევნებში მმართველი ქართული ოცნების პარტია ლიდერობს“

France-მა 24 გამოაქვეყნა საქართველოს არჩევნების მიმოხილვა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „შაბათს მთავრობის მხარდამჭერი და ოპოზიციური ტელევიზიების შეკვეთით განხორციელებული ორი კონკურენტი ეგზიტპოლის თანახმად, მმართველი ქართული ოცნების პარტია ლიდერობს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში“.