ცესკოს მიერ გაკეთებული კიდევ ერთი კომენტარით, „პატრიოტთა ალიანსს“ ამჟამად უკვე 5 % აქვს

ცესკოს მიერ გაკეთებული კიდევ ერთი კომენტარით, „პატრიოტთა ალიანსს“ ამჟამად უკვე 5 % აქვს

"პატრიოტთა ალიანსს" პირველადი მონაცებით, ისევ ხმების 5% აქვს. ამასთან დაკავშირებით ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტებისა და საჩივრების განხილვის საკითხი. საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიას ექნება არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ასევე, პროცენტული მაჩვენებლები მეასედებსა და მეათასედების ჩათვლით. რაც შეეხება, "პატრიოტთა ალიანსს", მას მონაცები ჰქონდა 4, 998%. ამ წუთას, პირველადი მონაცებით, 5% აქვს, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცები",-განმარტა ანა მიქელაძემ.

ცესკოში „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგთან დაკავშირებით უახლოესი 2 საათის განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული კომენტარი გაკეთდა. პირველ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ პარტიას 5 %-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, მეორედ კი ითქვა, რომ მისი რეიტინგი 4,998 % იყო. ეს ამ თემაზე ცესკოში გაკეთებული მესამე განმარტებაა.