იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება შეტანილი

იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება შეტანილი

იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კანდიდატურის ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება და მეორე ტურში მონაწილეობას ღებულობს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

”არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებენ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერია და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი აქვთ. თუ რომელიმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები კანონმდებლის თანახმად ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების პირველადი შედეგები 19.38%-ით მეორე ადგილზე იყო.