ცესკო იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დარჩენილი 3 უბნის შედეგების გამოქვეყნებას აჭიანურებს

ცესკო იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დარჩენილი 3 უბნის შედეგების გამოქვეყნებას აჭიანურებს

ცესკო იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მათ ვებგვერდზე 3 უბნის შედეგები არ არის მოცემული. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, ერთი კი დიდუბეში.

”ამ ეტაპზე ცესკოს ვებგვერდზე მოცემული არ არის სამი უბნის მონაცემები. ამ სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, სადაც ცნობილი მოვლენები მოხდა. აღნიშნულ უბანზე რა თქმა უნდა, ვერ შედგა შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული უბნის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. რაც შეეხება დიდუბის 26-ე საარჩევნო უბანს, ამ უბანთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.