აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნების თემაზე განცხადებას დღის მეორე ნახევარში გაავრცელებს.
"პირველს" აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, რომ განცხადება სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაკეთდება, რომელიც ვებგვერდზე განთავსდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ.