2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩიე, საახალწლო სუფრას მიჯდომოდა და ბოლომდე ჩაეყო თავი საცივში, ახლა ჩემ თავსაც ამას ვუსურვებ

2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩიე, საახალწლო სუფრას მიჯდომოდა და ბოლომდე ჩაეყო თავი საცივში, ახლა ჩემ თავსაც ამას ვუსურვებ

მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მე მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში. მომავალზე მერე იფიქრე მეთქი. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ახლა კონცენტრირებულია, რომ პირნათლად და ბოლომდე შეასრულოს პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა.

„აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ იქ წავალ. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შემიძლია. არანაირი სერიოზული საუბრები ჩემ მომავალთან დაკავშირებით არ მქონია არავისთან. ამის დრო მოვა. ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული, რომ პირნათლად და ბოლომდე შევასრულო პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მე მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში. მომავალზე მერე იფიქრე მეთქი. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.