ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" შესაძლოა, ირაკლი ალასანიას გარეშე დარჩეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თავისუფალი დემოკრატებში“ 15:00 საათისთვის დანიშნული ბრიფინგი პარტიიდან ირაკლი ალასანიას  წასვლას უკავშირდება.

ალექსი პეტრიაშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა,  „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დატოვოს.

როგორც 2030.news -ს ნინო გოგუაძემ განუცხადა, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ არ დაიშლება, დანარჩენს კი დაინტერესებული საზოგადოება 15:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.