საფრანეგთის პრეზიდნეტმა შესაძლოა, ვალდიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვას. ეს განცხადება ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ ტელეკომპნია TF1-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. ფრანსუა ოლანდის თქმით, ის არ არის დარწმუნებული გაუჩნდება თუ არა პუტინთან შეხვედრის სურვილი.
რუსეთის ლიდერის ვიზიტი პარიზში 19 ოქტომბერსაა დაგეგემილი. ოლანდისა და პუტინის შეხვედრა 9 ოქტომბერს რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა დააანონსა. ლავროვის თქმით, ორი ქვეყენის ლიდერები საფრანგეთის და რუსეთის ურთიერთობებს განიხილავენ და არ შეეხებიან სირიის და უკრაინის თემას.
ფრანსუა ოლანდმა ბოლო ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა რუსული ავიაციის მიერ ქალაქ ალეპოზე მიტანილი იერიში. საფრანგეთის პრეზიდეტის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაუშვებელი და მიუღებელია.
პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის მიერ სირიაში ჩადენილი ომის დანაშუალებების გამოძიება დაიწყოს. თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკას საფუძვლად აგრესული რუსოფობია უდევს.