გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. "ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოროტმოქმედი ლაიპციგში დააპატიმრეს. მასთან ერთად აიყვანეს კიდევ ორი პირი. ერთ-ერთი დამნაშავის თანამზრახველია.
სამართალდამცავები სირიელ ლტოლვილ ჯაბერ ალ ბაქრს 9 ოქტომებრს ლაიპციგის სიახლოვეს მდებარე ქალაქ კემნიცში ეძებდნენ. ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკის დროს ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. აღნიშულის გამო პოლიციამ ასამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ამის შემდგე ასაფეთქებელი ნივთიერება გააუვენებელყვეს.
მანამდე პოლიციამ კემნიცის რკინიგზის სადგურზე 22 წლის ჯაბერ ალ ბაქრისთან დაკავშირებული ორი პირი დააკავეს.
მოგვიანებით კი საქსონიის პოლიციამ ბოროტმოქმედის ფოტო სურათიც გაავრცელა.