თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელშიც ხუთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. დაშავებულია 27 ადამიანი.
აფეთქება ერაყისა და ირანის საზღვართან, მთიან რაიონში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრები.
დაჯგუფებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ჰაკარის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ჯერ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანა ააფეთქეს.
თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. მას შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.