Financial Times-ის ჟურნალისტი ჯეკ ფარჩი "ტვიტერის" მიკრობლოგზე წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დამარცხება აღიარა.
"სულ ახლახან ვესაუბრე გიგა ბოკერიას, რომელიც მართალია, ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ აღიარებს დამარცხებას",- წერს Financial Times -ის ჟურნალისტი.
გამოცემასთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არსებულ პირობებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.
"ჩვენ არ განვიხილავთ (არჩევნებს) როგორც სამართლიან გარემოში ჩატარებულ კონკურენტულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოხატულ თავისუფალ ნებას. გარემო სამართლიანი არ იყო. ცხადია, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, რადგანაც არსებულ პირობებში არ გვქონდა გამარჯვების შანსი".