"ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ მსჯელობენ, რა სტრატეგიით გააგრძელებენ მოქმედებას

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ მსჯელობენ, რა სტრატეგიით გააგრძელებენ მოქმედებას.

პარტიის ოფისში ლიდრები 19.00 საათისთვის შეიკრიბნენ, თუმცა, როგორც 3-საათიანი მსჯელობის შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა, შემდეგო ნაბიჯებზე მსჯელობა გრძელდება.

"ჩვენ ვხვდებით რეგიონულ ლიდერებს, მაჟორიტარებს. უამრავი ინფორმაცია მოდის, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ფაქტობრივად ვერ ჩაითვლება. საზოგადოებამ  ნახა, როგორ გამოაცხადა ცესკო-მ დაწერილი პროცენტები, რომელიც პირდაპირ შესთავაზა ივანიშვილმა. ჯერ  ვმსჯელობთ. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება. ამაზე კითხვები არავის აქვს. ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა მოხდა ერთმნიშვნელოვნად. ეს ფაქტია",-აღნიშნა რატიანმა.