8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალქეთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალქეთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო

ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალქეთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, კონკურენტული გარემოს გათვალისწინებთ და საარჩვენო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილე პარტიებისგან ნდობა დაიმსახურა, - ამის შესახებ საქართველოში ODIHR-ის წარმომადგენელმა  ალექსანდრ კელჩევსკიმ განაცხადა.

„ეს არის დადებითი ასპექტები, რაც კარგ საფუძველს ქმნის  არჩვენებში მონაწილე ყველა მხარისთვის. ეს არის კარგი საფუძველი, რომ დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაცია მოხდეს. მაგრამ, აუციელებელია ეს ძალისხმევა გაგრძელდეს,  რადგან ჩვენ შვენიშნეთ გარკვეული პრობლემები. მომვალში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს გამოწვევები დავძლიოთ, როგორც კანონდმებლობის მხირვ, ისე პრაქტიკულადაც“,- აღნიშნა კალჩევსკიმ.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებებმა, რომლებიც განხორცილედა შარშან და წელს, ზემოქმედება მოახდინა საარჩვენო გარემოზე და კამპანიაზეც.

„კომისიებს და კანდიდატებს მოუხდათ გეგემების შეცვლა, რაც ყოველთვის რთულია და ეწინააღდმეგბა კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. საარჩევნო ოლქების საზღვრებიც მაშინ შეიცვალა, როდესაც არჩვნებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, არ იყო კარგად გასაგები მიზეზი,  თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. ამ დაკვირვების პროცესში ჩვენ ვთანამშრომლობდით ცესკო-ს ადმინისტრაციასთან, კომისიებთან ქვედა დონეზე. ისინი გამჭვირვალედ და პროფეციონალურად მოქმედბდნენ. შეხვედრებში მონაწილე ყველა პირმა გამოხატა ნდობა საარჩვენო ადამინისტრაციის მიმართ“,-აღნიშნა  ODIHR-ის წარმოამდგენელმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრების ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ქვედა დონის კომისიებში წევრები დანიშვნა მიუკორძოიბელად არ ხდებოდა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას,  პროცესი ძირითადად იყო მშვიდი, რამდენიმე ძალადობრივი შემთვევის მიუხედვად. ასვე აღვნიშნეთ,  რომ კამპანია იყო კონკურენტული. თუმცა გვქონდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციული რესურსები ზოგჯერ არმიზნობრივად იყო გამოყენებული და სააგიტაციო საქმიანობა წესების დარღვევით ხდებოდა. აღნიშული კი სათანადოდ უნდა გამოიძიონ და ხელისუფლებამ ამისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას“,-განაცხადა ალექსანდრ კელჩევსკიმ.

მისივე თქმით, მედია დიდი როლს თამაშობს არჩევნებში.

„ჩვენ  შევხვდით მედიასაშუალებების წარმომადგნელებს და საქარათველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. შევიტყვეთ,  რომ საზოგადოებაში ფართოდ არის შეხედულება,  რომ მედია საშლებების ნაწილი პოლიტიკურ მოტივით ახორციელებდა საქმიანობს. ჩვენ გავუწიეთ მონიტორინგი ექვს  ტელევიზიას. დაკვირვებმა აჩვენა,  რომ ტელეკომპანიები ზოგადად იცავენ კანონებს ფასიანი და უფასო რეკლამის შესახებ, მაგრამ არ იყო დაცული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ასევე,  დებატები იყო შეთავაზებული, რათა საარჩვენო სუბიეტებს შექმნოდათ პლურალისტული პლატფორმა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ტელეკომპანია მიკერძოებული იყო ახალი ამბების გაშუქებაში. გუშინ ჩვენ დავაკვირდით კენჭისყრას, ხმების დათვლას და დაჯამებას. ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა“,- განაცხადა კოლჩევსკიმ.

რაც შეეხება ხმების დათვლას, მისივე თქმით, ეს უფრო უარყოფითად შეფასდა ძირითადად პროცედურული პრობლმებიდან გამომდინარე.

„ჩვენ დავინახეთ ბევრი სამოქალაქო დამკვირვებელი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. თუმცა, ხანდახან ზედმეტად აქტიურობდნენ და ერეოდნენ კომისიის კომპეტენციაში. ეს არის მხოლოდ ზოგადი დასკვნები,  ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არჩვენების მეორე ტურზეც რჩება. თუ მეორე ტურამდე დარჩენილი პერიოდი ჩვენს მიგნებებს დაადასტურებს, ჩვენ უკვე მეორე ტურის კენჭისყრის შემდეგ გვექნება შემაჯამებელი დასკვანა“,-აღნიშნა ალექსანდრ კელჩევსკიმ.