ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით,

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნება" - 48.61%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27,04% მიიღო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.

შედეგები ასე გადანაწილდა: "პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის" - 3,45%;  ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა - 3,55%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27,04%; უსუფაშვილი-რესპუბლიკელები - 1,55% „თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია -4.99%; შალვა ნათლაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია 3,12%; თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 0,79% ეროვნული ფორუმი - 0,72%;  ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები - 4,59; "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 48.61%