FT -ბოკერია კრიტიკულად არის განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ დამარცხებას აღიარებს

FT -ბოკერია კრიტიკულად არის განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ დამარცხებას აღიარებს

 Financial Times-ის ჟურნალისტი ჯეკ ფარჩი ტვიტერის მიკრობლოგზე წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დამარცხება აღიარა.

 „სულ ახლახან ვესაუბრე გიგა ბოკერიას, რომელიც მართალია, ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი საარჩევნო გარემოს მიმართ, მაგრამ აღიარებს დამარცხებას“,- წერს

Financial Times -ის ჟურნალისტი.

გამოცემასთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არსებულ პირობებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა:

 „ჩვენ არ განვიხილავთ [არჩევნებს] როგორც  სამართლიან გარემოში ჩატარებულ კონკურენტულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოხატულ თავისუფალ ნებას. გარემო სამართლიანი არ იყო. ცხადია, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, რადგანაც არსებულ პირობებში არ გვქონდა გამარჯვების შანსი“.