ამ მომენტისთვის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გააკეთა უკვე საბოლოო შეჯამება გუშინდელი კენჭისყრის დღის. გვინდა სწორედ ამ შეფასებებს გამოვეხმაროთ.
პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორც საერთაშორისოს, ისე ადგილობრივს, მათ მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის. მათ მიერ შესრულებული სამუშაო არის ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ეხმარება ქვეყანას იმაში, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები იყოს კიდევ უფრო დახვეწილი და იყოს გაუმჯობესებული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო იყო უმეტეს წილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და რომ არჩევნების შედეგები ასახავს, ქართველი ამომრჩევლის ნებას. გუშინდელი არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს, ევროკავშირის ერთობლივი შეფასების თანახმად, რამდენიმე აქცენტი მინდა გამოვყო მათ საერთო შეფასებაში, არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, ანუ კარგად ორგანიზებული. დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, გუშინდელი დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიამ უმეტეს წილად ჩაიარა მშვიდ გარემოში და საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სიები იმსახურებდა ნდობას. მათივე შეფასებით, არჩევნები, ზოგადად კამპანია და საარჩევნო პროცესი იყო ძალიან კონკურენტული და მედია გარემო იყო პლურალისტული, სადაც პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსაზრებები მიეწოდებინათ ამომრჩევლებისთვის. მათვე აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამისა, ამ პოზიტიური მედია გარემოსი, ზოგიერთი მედია საშუალება დაუბალანსებლად გადასცემდა და აშუქებდა საარჩევნო პროცესს. ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის შეფასებით, გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერის სტატუსი. ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა და აქვე აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, არის ძალიან საყურადღებო. კერძოდ, მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე ციტატა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის განცხადებით, ის რომ ის იმედგაცრუებულია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, რომლებიც არჩევნების შედეგებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან არანაირი საფუძველი არჩევნების შედეგში ეჭვის შეტანისათვის არ არსებობს. ასევე, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის მიერ იქნა ნათქვამი, რომ აჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე შედეგების ეჭქვეშ დაყენება მიუღებელია და პოლიტიკური მოუმწიფებლობის ნიშანია. დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ასევე გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები კენჭისყრის, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის თაობაზე და გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს აი ამ შენიშვნებს,ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოთქმული შენიშვნა იმისთვის, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი,იყოს კიდევ უფრო თავისუფალი,დემოკრატიული და სამართლიანი.
https://www.wetransfer.com/downloads/6a588fe3c437cb5145b110e25b04165220161009130944/fdb7dd015d6d05256ce7ff08818a494a20161009130944/f575b1