NDI-ის სადამკვირვებლო მისია:  პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს

NDI-ის სადამკვირვებლო მისია: პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველამ თავი უნდა აარიდოს სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნდებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსა და ცალკეულ ინციდენტებს.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს იმის გათვალისწინებით, რომ ეს შედეგები აღიარებულია მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა. ბოლოს ყველამ თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნდებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს და ცალკეულ ინციდენტებს“, - განაცხადეს NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

როგორც NDI-ში აღნიშნეს, ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდინოს დარღვევებზე, ცალკეულ ოლქებში ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირება და დროულად უნდა მოხდინოს არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნის შესაძლებლობის განხილვა, განსაკუთრებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც დარღვევებმა შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა.

„ასევე მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ გაანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოხდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. ასევე ყველამ უნდა დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებები, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან და მოხდინოს ინციდენტების გამოძიება“, - NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.