საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ მარკ გრინი ოპოზიციური პარტიების შესაძლო ბოიკოტირებას უსარგებლოს უწოდებს. მისი თქმით, საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირებას სარგებელი არ მოაქვს. "პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია, რაც ვარ. ვიყავი უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც. მიმსახურია ორივე პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტების მმართველობის დროს. ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს სხდომების ბოიკოტირების შედეგად მიღებული რაიმე სარგებელი. მართალია, ამას მხოლოდ ჩემი პირადი პოლიტიკური ქცევის წესებიდან გამომდინარე ვამბობ, მაგრამ უნდა აღვნიშნო სხდომებზე დასწრების მნიშვნელობა" , - აცხადებს IRI-ს პრეზიდენტი.