ქუთაისში მოქმედი მედიასაშულებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ.
ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.