სანდრა რულოვსი - 44.5%,

სანდრა რულოვსი - 44.5%, "ოცნების" კანდიდატი - 48.7%

ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი მონაცემები ცნობილია. ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმათა 48.7%, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ელისაბედ რულოვსმა - 44.5%, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა ირაკლი ჩანგელაიამ - 3.1%, "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელმა ბესი თოდუამ 3% მიიღო.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები გუშინ ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს პარლამენტის 150 დეპუტატი უნდ ააერჩია, აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველს არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გაეკეთებინა, ასევე, ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხმა საქართველოში სულ 3, 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) დაეფიქსირებინა.