ირაკლი ალასანია - 19.1%, ირაკლი ოქრუაშვილი - 18.2%

ირაკლი ალასანია - 19.1%, ირაკლი ოქრუაშვილი - 18.2%

გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკო-მ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ხმათა 32.4%, "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ - 19.1%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა 18.2%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ 17% მოიპოვეს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები გუშინ ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს პარლამენტის 150 დეპუტატი უნდ ააერჩია, აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველს არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გაეკეთებინა, ასევე, ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხმა საქართველოში სულ 3, 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) დაეფიქსირებინა.