ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქში "ქართული ოცნების კანდიდატი" პაატა კვიჟინაძე 89,06%-ით ლიდერობს.
ცესკო-ს მონაცემებით 55 საარჩევნო უბნიდან, დათვლილ 53 უბანაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89,06%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ- 5,4%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო.