არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ, მადესტაბილიზირებელი მოქმედებები განახორციელოს

არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ, მადესტაბილიზირებელი მოქმედებები განახორციელოს

“თავისუფალ დემოკრატებს" დღეს, არ აქვს იმის განცხადების საფუძველი, რომ ცესკო-ს გამოცხადებული შედეგები არ აღიაროს.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, არც არავის მისცემს უფლებას, უსაფუძვლოდ, მადესტაბილიზირებელი მოქმედებები განახორციელოს.

ეს წინასაარჩევნო გარემო ყველა წინა საარჩევნო გარემოსგან თვისობრივად განსხვავებული იყო. მასმედია მაქსიმალურად შეეცადა, ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის მოეცა საშუალება, რომ ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვები გაგვეცნო. დღეს, ამომრჩეველს აქვს საშუალება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდეს და ამისთვის მისი ოჯახის წევრს არავინ დაემუქრება, ციხეში არავინ ჩასვამს და არ აწამებს", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით,  დღეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არავის აწყობს.

"არ მგონია, დაძაბულობა ან ხელისუფლებას აწყობდეს, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას. დღეს, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და არეულობა არ გვაწყობს. ყოველდღე ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა 2017 წლის პირველი იანვრიდან, ევროკავშირის ქვეყნებში, უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, დამოუკიდებელი სასამართლო, უკეთესი ეკონომიკა, ცხოვრება და სამართლიანობა იყოს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, "პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება და სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სტაბილიზაცია და ხმების დაცვა".

როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ამოსავალი წერტილი ყოველთვის სახელმწიფოებრივი ხედვა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება იყო.

"თავისუფალი დემოკრატები“ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ვიბრძვით იმისთვის, რომ პარლამენტში, რაც შეიძლება მეტნი შევიდეთ, რათა კონკრეტული პრობლემები გადავწყვიტოთ. ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სახელმწიფოებრივი ხედვა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება იყო. ეს ყოველთვის ასე იქნება და "თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვიან", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში.